გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Lindt-ს აშშ-ში ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული სარჩელი წარუდგინეს

მარიამ ქადარია24 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Lindt-ს აშშ-ში ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული სარჩელი წარუდგინეს

შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი Lindt აშშ-ში სასამართლო დავის წინაშე აღმოჩნდა. კომპანიას მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

სარჩელის ავტორების მტკიცებით, Lindt საჯაროდ აცხადებს, რომ ბავშვთა შრომის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს, თუმცა მისი კაკაოს ნაწილი განასა და კოტ-დ'ივუარში ბავშვთა შრომის გამოყენებით იწარმოება.

სარჩელის მიხედვით, კომპანიამ 20 წელზე მეტია იცის, რომ მისი მიწოდების ჯაჭვში ბავშვთა შრომის პრობლემა არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს საპირისპირო შთაბეჭდილებას უქმნის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანია ამ პრაქტიკით ეკონომიკურ სარგებელსაც იღებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Lindt სამომხმარებლო პროდუქციისთვის საჭირო კაკაოს მარცვლებს სრულად განიდან იღებს, ხოლო კაკაოს კარაქის ნაწილს კოტ-დ'ივუარიდან ყიდულობს. ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში ბავშვთა შრომის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კრიტიკის საგანია.

სარჩელი ორგანიზაციამ International Rights Advocates-მა შეიტანა, რომელსაც მსგავსი საქმეები Mars-ის, Mondelez-ისა და Nestlé-ს წინააღმდეგაც აქვს წარმოებული. ორგანიზაციის შეფასებით, მსხვილ შოკოლადის მწარმოებლებს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ არაერთი პოლიტიკა და ვალდებულება აქვთ დეკლარირებული, თუმცა მათი შესრულება პრაქტიკაში ხშირად პრობლემურია.

Lindt ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის განცხადებით, ის ბავშვთა შრომის ნებისმიერ ფორმას გმობს, მომწოდებლებისთვის კი მკაცრი მოთხოვნები აქვს დაწესებული. მოსარჩელე მხარე კომპენსაციას არ ითხოვს. მისი მოთხოვნაა, სასამართლომ კომპანიას მომხმარებლების მიმართ, მათი შეფასებით, შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთება აუკრძალოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?

Meta ახალი, ხმის უფლების არმქონე Class C აქციების შექმნას გეგმავს, რაც მარკ ზუკერბერგს კომპანიის კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარება. შეთანხმება შესაძლოა კომპანიის AI-პროექტების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტადაც იქცეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა
მაკრო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა

ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკაზე გავლენა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს
მაკრო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელზე მიღწეული შეთანხმება ბაზარზე არსებულ დეფიციტს სწრაფად ვერ მოაგვარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, დაგეგმილი მოცულობა ფასების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საკმარისი არ იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე