გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია23 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს

London Stock Exchange Group საკრედიტო ბაზრის მონაცემების კომპანია Octus-ს 3.54 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს LSEG-ის ყველაზე დიდი გარიგებაა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფმა Refinitiv-ის შესაძენად 27 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

Octus ბანკებსა და ინვესტორებს სესხების, ფინანსური სირთულეების მქონე კომპანიებისა და კერძო საკრედიტო ბაზრების შესახებ ინფორმაციას აწვდის. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისეთი მონაცემებია, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და სპეციალიზებულ კვლევას მოითხოვს. LSEG-ში მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი ინფორმაცია ინარჩუნებს ღირებულებას ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებშიც.

გარიგება სესხით დაფინანსდება. Octus-ის წლევანდელი შემოსავალი 300-320 მილიონ დოლარს შეადგენს. LSEG-ის პროგნოზით, შეძენა პირველ სრულ წელს მოგებაზე არსებით გავლენას არ მოახდენს, შემდგომ წლებში კი დამატებით შემოსავალს მოუტანს.

LSEG-მა 2026 წლის პროგნოზიც გააუმჯობესა და ახლა შემოსავლის სულ მცირე 8%-იან ზრდას ელოდება. მანამდე კომპანია 7-7.5%-იან ზრდას ვარაუდობდა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე