გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

მედიაგიგანტები OpenAI-ს სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ

მარიამ ქადარია10 ივლისი, 20261 წთ კითხვა
მედიაგიგანტები OpenAI-ს სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ

New York Times-ი და რამდენიმე წამყვანი ამერიკული გამოცემა OpenAI-ს მტკიცებულებების განადგურებასა და სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.

საქმე ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე საავტორო უფლებების დავას ეხება. მედიაჯგუფმა OpenAI-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. გამოცემების მტკიცებით, OpenAI სასამართლოს უმტკიცებდა, რომ იმ მასალების მოძიება ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რომლებიც ChatGPT-ის შესაქმნელად ნებართვის გარეშე გამოიყენეს.

სარჩელის მიხედვით, OpenAI-მ სასამართლოს არ გაუმხილა, რომ სადავო მასალები ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჰქონდა მოძიებული.

გამოცემები ასევე აცხადებენ, რომ OpenAI-მ წაშალა ან საძიებო სისტემისთვის მიუწვდომელი გახადა ChatGPT-ის მილიარდობით მიმოწერის ისტორია, რომელიც საქმეში მტკიცებულებად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. მათი პოზიცია OpenAI-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენებასაც ეყრდნობა.

OpenAI ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მომხმარებლების კონფიდენციალურობას იცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, New York Times-ის სარჩელს მყარი საფუძველი არ აქვს, მედია კი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს იმ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას, რომლებსაც ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.

მსგავსი დავები ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ავტორებსა თუ მედიასაშუალებებს შორის სულ უფრო ხშირად ჩნდება. უთანხმოების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად მათი მასალები, შესაძლოა, ნებართვის გარეშე გამოიყენეს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე