გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Meta-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრულ ასისტენტი წარადგინა

მარიამ ქადარია4 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Meta-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრულ ასისტენტი წარადგინა

Meta-მ ახალი ინსტრუმენტი, Meta Business Agent, წარადგინა, რომელიც კომპანიებს მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის გამარტივებაში დაეხმარება. სერვისი WhatsApp-ში, Messenger-სა და Instagram-ში იმუშავებს.

Meta Business Agent-ს შეუძლია მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემა, პროდუქტების შეთავაზება, შეხვედრების დაჯავშნა და გაყიდვის პროცესის დასრულება სხვადასხვა ენაზე. კომპანიის ინფორმაციით, ინსტრუმენტს უკვე მილიონზე მეტი ბიზნესი იყენებს.

სისტემა უკავშირდება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Shopify, Zendesk და Shopee, რის შედეგადაც მას ბიზნესის სახელით კონკრეტული მოქმედებების შესრულება შეუძლია. ამ ეტაპზე სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის კომპანიებისთვის, თუმცა უახლოეს თვეებში ფასიანი პაკეტების დამატებაც იგეგმება.

Meta Business Agent ბიზნესის მფლობელებს ყოველდღიურად მიაწვდის მოკლე ინფორმაციას ღამის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების შესახებ. მომავალში ფუნქციებს ბაზრის კვლევა, კალენდრის მართვა და პროდუქტებთან დაკავშირებული დამატებითი ანალიზიც დაემატება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ევროპის საფონდო ბაზრები აღდგა - დოლარი კვირის კლებისთვის ემზადება
საფონდო16 ოქტ. 20265 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები აღდგა - დოლარი კვირის კლებისთვის ემზადება

ევროპის საფონდო ბაზრები ტექნოლოგიური აქციების გაყიდვების შემდეგ ნაწილობრივ აღდგა, ხოლო დოლარი სამი კვირის ზრდის შემდეგ კვირის კლებისთვის ემზადებოდა. ინვესტორები კვლავ ფრთხილობენ AI ინფრასტრუქტურის დაფინანსებისა და კომპანიების მომავალი მოგების მდგრადობის გამო. ამავე დროს, სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდა და მათი შემოსავლიანობის ყოველკვირეული კლება უსაფრთხო აქტივების მიმართ ინტერესის აღდგენაზე მიუთითებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვიდან“ „ნეიტრალურამდე“ შეამცირა, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 14.9%-იანი ზრდის შემდეგ შემდგომი გაძვირების პოტენციალი 13%-მდე შემცირდა. ბანკი კომპანიის ფინანსურ მიზნებს დადებითად აფასებს, თუმცა აქციების მიმდინარე ფასი უკვე ასახავს მოსალოდნელი ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს. ინვესტორებისთვის დამატებითი ზრდის შესაძლებლობები შეიძლება ახალ ბაზრებსა და წყალბადის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში გაჩნდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს რჩება
მაკრო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს რჩება

ტექნოლოგიურ აქციებზე გაყიდვების ტალღის ფონზე ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მინიმუმებთან ახლოს დარჩა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 3.404%-ს, ხოლო ორწლიანის — 3.059%-ს შეადგენდა. ეს დინამიკა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდასა და ინვესტორების პორტფელებში სახელმწიფო ობლიგაციების როლის გაძლიერებაზე მიუთითებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე