გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Meta რეკლამებისთვის ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს ამატებს

მარიამ ქადარია8 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Meta რეკლამებისთვის ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს ამატებს

Meta სარეკლამო პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციას ამატებს. კომპანია Advantage+-ში Muse Image-ს დანერგავს, რომელიც რეკლამისთვის საჭირო ვიზუალური მასალის შექმნას გაამარტივებს.

Muse Image Meta Superintelligence Labs-ის პირველი ვიზუალური მოდელია. მისი მიზანია, რეკლამის განმთავსებლებს დაეხმაროს სხვადასხვა ვერსიის გამოსახულებების სწრაფად შექმნაში ისე, რომ ვიზუალი ბრენდის სტილს შეესაბამებოდეს.

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის სარეკლამო ინსტრუმენტებს უკვე 8 მილიონზე მეტი რეკლამის განმთავსებელი იყენებს. კომპანიის ტესტირების მიხედვით, Muse Image უკეთ ქმნის რეალისტურ გამოსახულებებს და პროდუქტის ვიზუალურ დეტალებს უფრო ზუსტად ინარჩუნებს.

ახალი ტექნოლოგია მხოლოდ რეკლამებისთვის არ იქნება განკუთვნილი. Meta მას AI Shopping-ის ფუნქციაშიც გამოიყენებს, სადაც მომხმარებლები შეძლებენ, კატალოგიდან შერჩეული ნივთები საკუთარ ინტერიერში ვირტუალურად ნახონ. Muse Image ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება Meta AI-ის მომხმარებლებისთვისაც Instagram-სა და WhatsApp-ში.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე