გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Meta-ს ახალი სააბონენტო მომსახურება: „Meta One“

მარიამ ქადარია29 მაისი, 20261 წთ კითხვა
Meta-ს ახალი სააბონენტო მომსახურება: „Meta One“

კომპანია Meta საკუთარ პლატფორმებზე ახალი სააბონენტო პაკეტის, „Meta One“-ის დამატებას გეგმავს. პაკეტი მომხმარებლებს დამატებით ფუნქციებს შესთავაზებს, კომპანიას კი სარეკლამო შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

Rosenblatt-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მიმართულება Meta-სთვის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს. მსგავსი მოდელი უკვე გამოიყენეს Snap-მა და OpenAI-მ, სადაც ფასიანმა სერვისებმა კომპანიებს დამატებითი შემოსავალი მოუტანა. მოსალოდნელია, რომ Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება პრემიუმ პაკეტები თვეში 3.99 დოლარად. ეს პაკეტები პროფილის მორგებასა და ჩართულობის გაზრდისთვის საჭირო დამატებით ფუნქციებს მოიცავს. WhatsApp-ის მომხმარებლებისთვის კი შესაძლოა 2.99 დოლარიანი პაკეტი გამოჩნდეს, რომელიც სპეციალურ სტიკერებსა და თემებზე წვდომას მისცემს. ამასთან, Meta ცდის Meta AI-ის ფასიან ვერსიებსაც, რომელთა ღირებულება 7.99-დან 19.99 დოლარამდე იქნება და მომხმარებლებს გამოსახულებებისა და ვიდეოების შექმნის უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს. დღეს კომპანია არსებული ფასიანი სერვისებიდან დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს იღებს, თუმცა 3.5 მილიარდზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი მას გაცილებით დიდი ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ახალი სერვისების დამატების ფონზე Meta-ს წლიური შემოსავალი 2025 წლის 201 მილიარდი დოლარიდან 2026 წელს თითქმის 256 მილიარდ დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე