გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Microsoft 2027 წელს მილიონზე მეტი Maia 300 ჩიპის გამოყენებას გეგმავს

მარიამ ქადარია13 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Microsoft 2027 წელს მილიონზე მეტი Maia 300 ჩიპის გამოყენებას გეგმავს

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტისთვის შექმნილი ახალი ჩიპი, Maia 300, წარადგინა. კომპანიის განცხადებით, 2027 წელს ასეთი პროცესორების რაოდენობამ შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს.

Maia 300 შექმნილია ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა პროგრამული კოდის გენერირება, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და სხვადასხვა დავალების ავტომატურად შესრულება. მისი წინა თაობა უკვე გამოიყენება Microsoft-ის მოდელებსა და Azure-ზე ხელმისაწვდომ OpenAI-ის პროდუქტებში.

Microsoft-ის ინფორმაციით, Maia 300 იმავე რაოდენობის ელექტროენერგიით დაახლოებით 40%-ით მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე დღეს ფართოდ გამოყენებული GPU სისტემები.

Maia 300-ის ძირითადი ნაწილი TSMC-ის ორნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადდება. ერთ სერვერულ სისტემაში 96 ასეთი ჩიპი მოთავსდება.

Microsoft საკუთარ ჩიპებზე მუშაობით ხელოვნური ინტელექტის მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების შემცირებასა და Nvidia-ს ჩიპებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. კომპანია მიმდინარე წელს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში 175 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე