გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Microsoft-ი და Mistral-ი ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ახალ პროექტს იწყებენ

მარიამ ქადარია22 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Microsoft-ი და Mistral-ი ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ახალ პროექტს იწყებენ

Microsoft-ი და ფრანგული კომპანია Mistral-ი შეთანხმებას აფორმებენ, რომლის მიზანი ევროპაში ტექნოლოგიური რესურსების გაზრდა და მონაცემების უკეთ დაცვაა.

შეთანხმების ფარგლებში Microsoft-ი Mistral-ის ევროპულ სისტემებს გამოიყენებს, რათა რეგიონში საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სერვისები გააძლიეროს. Mistral-ი კი გეგმავს NVIDIA-ს ახალი „Vera Rubin“ პროცესორების გამოყენებას, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნასა და დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას მოემსახურება.

ახალი პლატფორმის გამოშვება 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება. კომპანიის ინფორმაციით, ის წინა თაობის სისტემებზე დაახლოებით ათჯერ სწრაფი და ეფექტური იქნება.

თანამშრომლობის შედეგად Microsoft-ი ევროპაში დამატებით რესურსებზე მიიღებს წვდომას და საკუთარ მონაცემთა ცენტრებზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, შეთანხმება Mistral-ის როლსაც ზრდის.

პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Mistral-ის ახალი მოდელები, მათ შორის Mistral Medium 3.5 და OCR 4. OCR 4-ს 170 ენის დამუშავება შეუძლია და დოკუმენტებიდან არა მხოლოდ ტექსტს, არამედ მათ სტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გამოყოფს.

ახალი ტექნოლოგიები ძირითადად ფინანსურ სექტორში, ჯანდაცვასა და წარმოებაში იქნება გამოყენებული. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ინტერნეტზე დაფუძნებულ სერვისებში, ისე სრულად დახურულ სისტემებში.

დახურული სისტემები განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც სენსიტიურ ინფორმაციასთან მუშაობენ და მონაცემების ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე დამუშავება სჭირდებათ.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის

აშშ-ის საფონდო ინდექსები ორშაბათს გაიზარდა გასული კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. თუმცა, AI სექტორში კონკურენციის გაძლიერების, neocloud კომპანიების ფინანსური რისკებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაძვირების გამო ინვესტორები უფრო მკაცრად აფასებენ კომპანიების რეალურ შემოსავლებსა და მომგებიანობას. ამ კვირაში ყურადღება კვარტალური ფინანსური ანგარიშების შედეგებზე გადაინაცვლებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს
საფონდო20 ოქტ. 20261 წთ კითხვა

MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს

MSCI ინდონეზიის საფონდო ბაზარზე არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ქვეყნის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს. ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია კომპანიების მფლობელების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია, შესაძლო შეთანხმებული ვაჭრობა და არსებული წესების არასათანადო დაცვა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს
მაკრო20 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ჩინეთი მონეტარული პოლიტიკის მთავარი განაკვეთის შეცვლას განიხილავს

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო პოლიტიკის შეცვლას განიხილავს. ბანკს სურს, მთავარი მაჩვენებელი ერთდღიანი უკურეპოს განაკვეთი გახდეს. ახლა ამ როლს შვიდდღიანი განაკვეთი ასრულებს, რომელიც 2024 წლიდან გამოიყენება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე