გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Microsoft-მა ახალი ვირტუალური ასისტენტი Scout-ი წარადგინა

მარიამ ქადარია3 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Microsoft-მა ახალი ვირტუალური ასისტენტი Scout-ი წარადგინა

Microsoft-მა ახალი ვირტუალური ასისტენტი Scout წარადგინა, რომელიც კომპანიებს ყოველდღიური სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. მისი მთავარი განსხვავება ის არის, რომ სისტემა მხოლოდ ერთ მომხმარებელზე მიბმული ხელსაწყო არ იქნება და ორგანიზაციის შიგნით ცალკე სამუშაო ერთეულივით იმუშავებს.

Scout სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს. ის Microsoft-ის სხვა ხელსაწყოებისგან, მათ შორის Copilot-ისგან, იმით განსხვავდება, რომ ორგანიზაციის შიდა სისტემებში საკუთარი პროფილი ექნება. ასისტენტი გამოჩნდება ელექტრონულ ფოსტაში, კალენდარში და სხვა სამუშაო სივრცეებში, რაც თანამშრომლებს მასთან პირდაპირ ურთიერთობის საშუალებას მისცემს. Scout-ს შეეძლება შეხვედრების განრიგის მართვა, თანამშრომლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება. Microsoft-ის წარმომადგენლის, ჩარლზ ლამანას განმარტებით, ასისტენტით სარგებლობა გუნდის რამდენიმე წევრს ერთდროულად შეეძლება, რაც მას საერთო სამუშაო რესურსად აქცევს. თავდაპირველად Scout GitHub Copilot-ის გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალში მისი ფასი გამოყენების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. Microsoft ამ მიმართულებით ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის სისტემები უფრო აქტიურად ჩართოს სამუშაო პროცესებში და ისინი სტანდარტული პროგრამული პაკეტების ნაწილად აქციოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე