გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Microsoft-მა Nscale-ის ბრიტანულ მონაცემთა ცენტრზე უარი თქვა

მარიამ ქადარია19 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Microsoft-მა Nscale-ის ბრიტანულ მონაცემთა ცენტრზე უარი თქვა

Microsoft-მა ბრიტანულ Nscale-თან შეთანხმება შეწყვიტა, რომელიც ესექსის ქალაქ ლაუტონში ახალი მონაცემთა ცენტრის შექმნას ეხებოდა. მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა პროექტი ელექტროენერგიის ქსელთან დაკავშირების სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიდო.

Nscale-ს აცნობეს, რომ ცენტრისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა 2030-იან წლებამდე ვერ მოხერხდეს. კომპანია პროექტის გაგრძელებას მაინც გეგმავს და ენერგიის სხვა წყაროებს ეძებს.

Nvidia-ს მხარდაჭერილი Nscale კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნისა და მუშაობისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრებსა და ტექნიკურ რესურსებს სთავაზობს. სექტემბერში კომპანიამ აშშ-ში ბირჟაზე გასვლისთვის განაცხადი შეიტანა. მის მთავარ კლიენტებს შორის Microsoft-ი და Anthropic-იც არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ელექტროენერგიის ნაკლებობაც აფერხებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე