გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

MoneyGram-მა Solana-ს ქსელში ახალი კრიპტოსერვისი აამოქმედა

მარიამ ქადარია12 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
MoneyGram-მა Solana-ს ქსელში ახალი კრიპტოსერვისი აამოქმედა

MoneyGram-მა Solana-ს ქსელში ახალი სერვისი აამოქმედა. მომხმარებელს შეუძლია MoneyGram-ის პუნქტში ნაღდი ფული შეიტანოს და შესაბამისი თანხა კრიპტოვალუტის სახით საკუთარ ციფრულ საფულეში მიიღოს. საპირისპირო ოპერაციაც შესაძლებელია: კრიპტოვალუტის გაყიდვის შემდეგ თანხა MoneyGram-ის პუნქტიდან ნაღდი ფულით გამოიტანოს.

MoneyGram Ramps პროგრამული ინტერფეისის, ანუ API-ის სახით მუშაობს. მისი დახმარებით ფინანსური აპლიკაციები MoneyGram-ის გლობალურ ქსელს უკავშირდება, დეველოპერებს კი ცალკე საბანკო სისტემის შექმნა აღარ სჭირდებათ. ნაღდი ფულის შეტანის ოპერაცია 25-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ციფრული საფულიდან თანხის ნაღდი ფულით გამოტანა კი 170-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

Solana სწრაფი და დაბალფასიანი ტრანზაქციების ბლოკჩეინია, რომელსაც გადახდებისა და სტაბილური კრიპტოვალუტების ოპერაციებისთვის ხშირად იყენებენ. ახალი სერვისი Solana Developer Platform-ის გადახდების მოდულშიც ჩაშენდა, რაც მის ფინანსურ აპლიკაციებში დამატებას ამარტივებს.

პირველი Solana-ს საფულე, რომელმაც Ramps დანერგა, სავაჭრო პლატფორმა Rift გახდა. MoneyGram-ის განცხადებით, ეს Solana-ს ქსელში სერვისის უფრო ფართოდ გავრცელების პირველი ეტაპია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე