გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Morgan Stanley ფორმულა 1-ის აქციების ზრდას ელოდება

მარიამ ქადარია8 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Morgan Stanley ფორმულა 1-ის აქციების ზრდას ელოდება

Morgan Stanley-მ Liberty Formula One მედიისა და გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა. ბანკის შეფასებით, ფორმულა 1-ს ზრდის დიდი შესაძლებლობა აქვს აშშ-სა და ჩინეთში, სადაც ეს სპორტი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Liberty Formula One-ის აქციების ფასი კომპანიის რეალურ ღირებულებას ჩამორჩება. Morgan Stanley-მ აქციის სამიზნე ფასად 120 დოლარი განსაზღვრა, ოპტიმისტურ სცენარში კი 135 დოლარამდე ზრდასაც არ გამორიცხავს. ბანკის წარმომადგენლები კომპანიის მენეჯმენტს ბრიტანეთში, სილვერსტოუნის გრან-პრის ფარგლებში შეხვდნენ. რბოლას სამ დღეში 570 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

Morgan Stanley-ის შეფასებით, ფორმულა 1-ის აუდიტორია წლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. გულშემატკივრების 40%-ზე მეტი 35 წლამდე ასაკისაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, აშშ-სა და ჩინეთში მისი ცნობადობა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია. სწორედ ამიტომ, ბანკი ამ ორ ბაზარს ფორმულა 1-ის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევს.

Liberty Formula One-ს სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც აკვირდებიან. Bernstein SocGen-მა აქციის სამიზნე ფასი 115 დოლარამდე გაზარდა, UBS-მა კი პროგნოზი 104 დოლარამდე შეამცირა. ყურადღების ცენტრშია რბოლების კალენდარიც. ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში გაუქმებული ორი გრან-პრიდან მომავალ სეზონში მხოლოდ ერთი ჩატარდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Snowflake-ის აქციები 2%-ით დაეცა Asos-ის მონაცემებზე კიბერშეტევის შესაძლო რისკის გამო
საფონდო6 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Snowflake-ის აქციები 2%-ით დაეცა Asos-ის მონაცემებზე კიბერშეტევის შესაძლო რისკის გამო

Snowflake-ის აქციები 2%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც სავარაუდო ჰაკერებმა Asos-ის აპლიკაციის საშუალებით განაცხადეს, რომ კომპანიის Snowflake-ის მონაცემთა გარემო გატეხეს. Asos-ს შესაძლო კიბერშეტევის მასშტაბი ამ დროისთვის არ დაუდასტურებია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის წამყვან ბაზრებზე სამშენებლო სექტორი სექტემბერშიც შემცირდა
მაკრო6 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის წამყვან ბაზრებზე სამშენებლო სექტორი სექტემბერშიც შემცირდა

Jefferies-ის შეფასებით, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სამშენებლო სექტორი სექტემბერშიც შემცირდა. ყველაზე სუსტი მიმართულება სამივე ბაზარზე, საფრანგეთის გამონაკლისით, საცხოვრებელი მშენებლობა იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სავაჭრო დავებზე უფრო სწრაფ რეაგირებას სთავაზობენ
მაკრო6 ოქტ. 20261 წთ კითხვა

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სავაჭრო დავებზე უფრო სწრაფ რეაგირებას სთავაზობენ

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სთავაზობენ, შექმნას სწრაფი რეაგირების მექანიზმი იმ შემთხვევებისთვის, როცა უცხოური კომპანიები სახელმწიფო დახმარებით ან ხელოვნურად დაბალი ფასებით ევროპულ ბაზარზე უპირატესობას იღებენ. მათი წინადადებით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება რამდენიმე დღეში უნდა იყოს შესაძლებელი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე