გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Morgan Stanley-მ Adobe-სა და Workday-ის აქციებზე ნეგატიური შეფასება გასცა

ნუცა ტყეშელაშვილი21 ივლისი, 20262 წთ კითხვა
Morgan Stanley-მ Adobe-სა და Workday-ის აქციებზე ნეგატიური შეფასება გასცა

Morgan Stanley-მ სამშაბათს პროგრამული უზრუნველყოფის სექტორის ახალი ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც Adobe-სა და Workday-ის აქციებს Underweight რეიტინგი მიანიჭა, ხოლო მთლიან სექტორზე პოზიტიური შეფასება შეინარჩუნა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Adobe-ის აქციები პრემარკეტზე 3.8%-ით დაეცა, Workday-ის 4.2%-ით, Salesforce-ის 2.9%-ით, ხოლო Intuit-ის - 4.3%-ით.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Adobe ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გადის - კომპანია გადადის freemium მოდელზე, იცვლება ხელმძღვანელობა და მნიშვნელოვნად ზრდის AI-ში ინვესტიციებს. ბანკის აზრით, ეს პროცესები წლიური განმეორებადი შემოსავლების (ARR) დაჩქარებულ ზრდას გააჭიანურებს.

ასევე აღნიშნულია, რომ Adobe-ის ზოგიერთი პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის ახალი გადაწყვეტილებების მხრიდან მზარდ კონკურენციას აწყდება.

Workday-ის შემთხვევაში, Morgan Stanley მიიჩნევს, რომ მიუხედავად ძლიერი საბაზრო პოზიციებისა, კომპანიის AI ინიციატივები უახლოეს პერიოდში შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას ვერ უზრუნველყოფს.

Salesforce-სა და Intuit-ს ბანკმა Equal-weight რეიტინგი მიანიჭა. Salesforce-ისთვის დადებითად შეფასდა Agentforce-ისა და Slack-ის ზრდა, თუმცა Commerce-ისა და Tableau-ს სუსტი შედეგები საერთო ზრდის ტემპს აფერხებს.

Intuit-ის შემთხვევაში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ინვესტორების შიში, თითქოს დიდი ენობრივი მოდელები (LLM) კომპანიის საგადასახადო და საბუღალტრო პროდუქტებს ჩაანაცვლებენ, გადაჭარბებულია.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Bitcoin-ის ფასი იზრდება - ნავთობის გაიაფება კრიპტობაზარს მცირე შვებას აძლევს
კრიპტო19 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Bitcoin-ის ფასი იზრდება - ნავთობის გაიაფება კრიპტობაზარს მცირე შვებას აძლევს

Bitcoin-ის ფასი 0.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 82,848 დოლარს მიაღწია, რაშიც ნავთობის გაიაფებამ გარკვეული როლი ითამაშა. ენერგიის ფასების შემცირებამ ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინები შეამსუბუქა, თუმცა Bitcoin კვლავ 80,000–87,000 დოლარის დიაპაზონში მერყეობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-ის ხელმძღვანელი: აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია
მაკრო19 ოქტ. 20263 წთ კითხვა

JPMorgan-ის ხელმძღვანელი: აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თუმცა გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია

JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკას დაბალი უმუშევრობა, კორპორაციული მოგება და AI ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები აძლიერებს. თუმცა, ირანისა და უკრაინის ომები, ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კვლავ მნიშვნელოვან რისკებად რჩება. დაიმონი ეკონომიკური ვარდნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა მის დაწყების დროს ვერ ასახელებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ევრო კი საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე სუსტდება
საფონდო19 ოქტ. 20262 წთ კითხვა

დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ევრო კი საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე სუსტდება

აშშ-ის დოლარი წინა კვირის კლების შემდეგ სტაბილური დარჩა, ხოლო ევრო საფრანგეთში საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე 0.3%-ით გაუფასურდა. ამასთან, ნავთობის ფასების კლება ინფლაციურ შიშებს ამსუბუქებს, ბაზარი კი Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვებას ელოდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე