გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში ბიზნეს სექტორის შემოსავლები და აქციების ფასები იზრდება

მარიამ ქადარია8 ივნისი, 20261 წთ კითხვა
მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში ბიზნეს სექტორის შემოსავლები და აქციების ფასები იზრდება

2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, არამხოლოდ სპორტული, არამედ მასშტაბური ეკონომიკური მოვლენაა.

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტს მხოლოდ მცირედით გაზრდის, კონკრეტული სექტორები და კომპანიები მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

ყველაზე დიდ ზრდას სასტუმროების ბიზნესში ელიან. ანალიტიკოსების რეკომენდაციით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა DiamondRock Hospitality, Host Hotels და Park Hotels. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ძვირადღირებულ სასტუმროებზეა მოსალოდნელი, რაც Hyatt-ის, Hilton-ისა და Marriott-ის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

კვების სექტორში გაყიდვების 1.9 მილიარდი დოლარით მატებაა მოსალოდნელი. საერთაშორისო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული McDonald’s-ი, Starbucks-ი და Shake Shack-ი იქნება. ამასთანავე, Domino’s-ი და Wingstop-იც მოგებულ პოზიციაში აღმოჩნდებიან.

მედიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მთავარი სარგებელი Fox-სა და Comcast-ს ექნებათ, რადგან ისინი ტრანსლაციის უფლებებს ფლობენ. მოსალოდნელია სარეკლამო შემოსავლების ზრდაც, ხოლო ციფრული გავრცელების მხრივ მნიშვნელოვანი როლი YouTube-ს ექნება.

გარდა ამისა, ტურნირი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Uber, Lyft და Airbnb, ასევე სპორტული ფსონების ინდუსტრიის ლიდერებზე, მათ შორის FanDuel-სა და DraftKings-ზე.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან
მაკრო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში უკეთეს ფინანსურ შედეგებს ელიან. ირანის ომის შემდეგ ნავთობპროდუქტების გაძვირებამ კომპანიებს განსაკუთრებით ნავთობის გადამუშავებისა და ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი გაზარდა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს

Apple მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამერიკული წარმოების ტიტანის შესაძენად 100 მილიონ დოლარამდე დახარჯავს

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის

ამერიკული სადაზღვევო კომპანია Prudential Financial ბრაზილიასა და მექსიკაში არსებულ ბიზნესებს ფრანგულ CNP Assurances-ს 4.03 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე