გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან დეესკალაციის მოლოდინი გააძლიერა

ნუცა ტყეშელაშვილი10 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
 ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან დეესკალაციის მოლოდინი გააძლიერა

სამშაბათს ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. განცხადებებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მოლოდინი გააძლიერა და ნავთობის ფასზე ზეწოლა გაზარდა.

Brent-ის ფიუჩერსები 2.8%-ით, ბარელზე $89.95-მდე შემცირდა, რაც აგვისტოს შემდეგ პირველად ჩამოსვლაა $90-იან ნიშნულზე ქვემოთ. აშშ-ის West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი კი 2.6%-ით დაეცა და ბარელზე $84.56 შეადგინა.

ტრამპი ირანთან ომის დასრულებას მალე ელოდება

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, ირანთან ომი „საკმაოდ მალე დასრულდება“. ამასთან, აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა ძირითადად ძალაში დარჩება. პრეზიდენტის შეფასებით, სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტი „ფაქტობრივად დასრულებულია“.

განცხადებები მოჰყვა ტრამპის ორშაბათის შეხვედრას კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, რომლის დროსაც მხარეებმა ირანთან შესაძლო შეთანხმების საკითხი განიხილეს.

კატარი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შუამავლად ითვლება, თუმცა ბოლო პერიოდში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები ძირითადად უშედეგოდ დასრულდა.

ამასთან, ირანის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონმა „წარმოსახვითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება უნდა შეწყვიტოს“.

ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვები აღდგენის ნიშნებს აჩვენებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც უკვე მეცხრე თვეა გრძელდება, რეგიონიდან ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა. განსაკუთრებით დაზარალდა ჰორმუზის სრუტე — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტი, რომელზეც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის დაწყებამდე მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული გადაზიდვების მონაცემები სრუტეში ტანკერების მოძრაობის აღდგენაზე მიუთითებს. ამ პროცესს ნაწილობრივ აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებაც უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ნავთობის გლობალური წარმოების ზრდის ნიშნებიც იკვეთება. Reuters-ის მიერ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოქტომბერში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნავთობის მოპოვება ირანთან კონფლიქტამდე არსებული დონის დაახლოებით 90%-ს გაუტოლდა.

გამოკითხვის მიხედვით, OPEC-ის წარმოება ოქტომბერში დღეში 1.38 მილიონი ბარელით გაიზარდა და 22.87 მილიონ ბარელს მიაღწია.

მიწოდება ნორმალიზდება, თუმცა გადაზიდვები კვლავ რთულია

ING-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნავთობის ბაზარი წლის განმავლობაში მკვეთრი მერყეობით ხასიათდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, წლის ბოლოსთვის რეგიონიდან ნავთობის მიწოდება ომამდელ დონეს უახლოვდება.

თუმცა, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მიწოდების აღდგენა ჩვეულ პირობებში არ მიმდინარეობს. მათი შეფასებით, ნავთობის გადაზიდვების მარშრუტები კვლავ არაეფექტიანია, რაც ტანკერების გადაზიდვის ტარიფების მკვეთრ ზრდაში აისახება.

შესაბამისად, ნავთობის ფასის შემცირების მიუხედავად, ბაზარზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ფასების შემდგომი დინამიკა დიდწილად დამოკიდებული იქნება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების მდგომარეობასა და რეგიონიდან ნავთობის მიწოდების სტაბილურობაზე.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bernstein Oracle-ის აქციების ზრდის პოტენციალს ხედავს - ბანკმა $325-იანი სამიზნე ფასი შეინარჩუნა

საინვესტიციო ფირმის განახლებული 10-წლიანი ფინანსური მოდელის მიხედვით, Oracle-ს დამატებითი დაფინანსება არ დასჭირდება და კომპანია 2028 წლის მეორე ნახევარში თავისუფალი ფულადი ნაკადების დადებით მაჩვენებელზე დაბრუნებას შეძლებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე