გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ნავთობის ფასი შემცირდა: ინვესტორები დოჰას მოლაპარაკებების მოლოდინში არიან

მარიამ ქადარია30 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ნავთობის ფასი შემცირდა: ინვესტორები დოჰას მოლაპარაკებების მოლოდინში არიან

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო თვეებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ფასებზე გავლენას დოჰაში დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებები და გლობალურ მოთხოვნასთან დაკავშირებული მოლოდინები ახდენს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 72.51 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. გაიაფდა ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობიც. მისი ფასი თითქმის 19%-ით დაეცა და 70.36 დოლარი შეადგინა.

ინვესტორები ვარაუდობენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიალოგმა შესაძლოა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა შეამციროს. თუმცა ვითარება ჯერ ისევ გაურკვეველია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოჰას შეხვედრას მნიშვნელოვან შესაძლებლობად აფასებს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამერიკულ მხარესთან ოფიციალური შეხვედრის არსებობას უარყოფს.

ამ ფონზე ირანელი და ომანელი ექსპერტები ჰორმუზის სრუტეში სატრანზიტო მარშრუტების გადახედვაზე მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ირანი კვლავ აცხადებს, რომ შესაძლოა შეაფერხოს იმ გემების გადაადგილება, რომლებიც დადგენილ მარშრუტებს არ დაიცავენ.

ნავთობის გაიაფებას ჩინეთთან დაკავშირებული მოლოდინებიც უწყობს ხელს. ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის მხრიდან მოთხოვნა შესაძლოა შემცირდეს, თუმცა რეგიონში დაძაბულობისა და შეიარაღებული თავდასხმების მიუხედავად, ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე არ შეფერხებულა. პირიქით, გასულ კვირას გადაზიდვებმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე