გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა

მარიამ ქადარია22 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა

ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკაზე გავლენა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

ევროპის ცენტრალური ბანკის ეკონომისტები ამას წიაღისეულ საწვავზე შემცირებული დამოკიდებულებით, სახელმწიფო ხარჯების ზრდითა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინვესტიციებით ხსნიან.

მათი თქმით, ევროზონის ეკონომიკა ნავთობზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე 1990-იანი წლების დასაწყისში. განახლებადი და ბირთვული ენერგიის წილის ზრდამ რამდენიმე ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის კავშირიც შეამცირა.

ეკონომიკის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში გაზრდილი მოთხოვნა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინვესტიციებიც უწყობს ხელს. დამატებითი მხარდაჭერა გერმანიის თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯებმაც შექმნა. ამ მიმართულებით სახელმწიფო ხარჯების ზრდა ევროზონის მშპ-ის დაახლოებით 0.5%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ბოლოს ნავარაუდევ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ევროპის ცენტრალური ბანკი ფიქრობს, რომ ეს ფაქტორები ეკონომიკას დიდხანს ვერ დაეხმარება. ენერგეტიკულ ბაზრებზე ახალი შეფერხების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა კვლავ შენელდება, ფასებზე ზეწოლა კი გაიზრდება. ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების კიდევ გაზრდასაც განიხილავს. წლის განმავლობაში მესამე ზრდას დეკემბერში ელიან.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს
მაკრო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელზე მიღწეული შეთანხმება ბაზარზე არსებულ დეფიციტს სწრაფად ვერ მოაგვარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, დაგეგმილი მოცულობა ფასების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საკმარისი არ იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Abbott კვების ბიზნესს ცალკე კომპანიად გამოყოფს
საფონდო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Abbott კვების ბიზნესს ცალკე კომპანიად გამოყოფს

Abbott Laboratories კვების პროდუქტების ბიზნესს ცალკე კომპანიად ჩამოაყალიბებს. მასში შევა Similac-ის ჩვილის საკვები, Ensure-ის სასმელები და სხვა ბრენდები. ამ მიმართულებამ გასულ წელს 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ცვლილების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Google Cloud-ის გათიშვამ მილიონობით საბანკო მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა
საფონდო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Google Cloud-ის გათიშვამ მილიონობით საბანკო მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა

ევროპელი ფინანსური მარეგულირებლები Google-ისგან განმარტებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც Google Cloud-ის რამდენიმე საათიანმა გათიშვამ მილიონობით ადამიანს საბანკო სერვისებით სარგებლობა შეუზღუდა. შეფერხება Revolut-ის, Lloyds-ისა და HSBC-ის მომხმარებლებს შეეხო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე