გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia Hugging Face-ს $12.9 მილიარდად ყიდულობს

მარიამ ქადარია4 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
 Nvidia Hugging Face-ს $12.9 მილიარდად ყიდულობს

Nvidia ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმა Hugging Face-ს $12.93 მილიარდად შეიძენს. ეს Nvidia-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა.

Hugging Face არის პლატფორმა, სადაც დეველოპერები AI მოდელებს, მონაცემებსა და პროგრამულ ინსტრუმენტებს ეძებენ და იყენებენ. Hugging Face-ის შეძენით Nvidia უფრო ახლოს აღმოჩნდება იმ კომპანიებსა და დეველოპერებთან, რომლებიც მის ჩიპებსა და მათზე დაფუძნებულ სისტემებს იყენებენ.

გარიგების ფარგლებში Hugging Face-ის ინვესტორები დაახლოებით $11.9 მილიარდს მიიღებენ. კიდევ $1 მილიარდამდე კომპანიის იმ თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც Nvidia-ში მუშაობას გააგრძელებენ.

ჯენსენ ჰუანგის თქმით, Hugging Face ღია პლატფორმად დარჩება. მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ სხვადასხვა AI მოდელის, ჩიპისა და ღრუბლოვანი სერვისის არჩევა.

ცნობისთვის, Hugging Face-ის ბოლო საჯარო შეფასება 2023 წელს $4.5 მილიარდი იყო.

წყარო: reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე