გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia-ის AI ჩიპების შესაძლო კონტრაბანდა ჩინეთში - ტაივანში სამი პირი დააკავეს

ნუცა ტყეშელაშვილი27 მაისი, 20262 წთ კითხვა
Nvidia-ის AI ჩიპების შესაძლო კონტრაბანდა ჩინეთში - ტაივანში სამი პირი დააკავეს

ტაივანის პროკურორები ეჭვობენ, რომ სამმა პირმა მოახერხა Nvidia-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მინიმუმ ერთი პარტიის კონტრაბანდული გზით ჩინეთში გადატანა, იაპონიის გავლით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, საქმე ეხება Super Micro Computer-ის სერვერებს, რომლებიც შეიცავს მოწინავე Nvidia-ს AI ჩიპებს. აღნიშნული სერვერები ექსპორტის წესების გვერდის ავლით, სავარაუდოდ, ჩინეთში მოხვდა.

ტაივანის კილუნგის პროკურატურამ სამივე პირი გასულ კვირას დააკავა. მათ ბრალად ედებათ დოკუმენტების გაყალბება, რათა სერვერების ექსპორტი ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ.

ხელისუფლებამ დაახლოებით 50 სერვერი ამოიღო, თუმცა მინიმუმ ერთი პარტია უკვე გასული იყო საბაჟო კონტროლიდან.

ჯენსენ ჰუანგმა ამ კვირაში მოუწოდა Super Micro Computer-ს გაამკაცროს შესაბამისობის პროცესები.

ეს საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის ექსპორტის შეზღუდვების გვერდის ავლით AI ჩიპების ჩინეთში მოხვედრის პრობლემას, რაც უკვე რამდენიმე ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების მიზეზია.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე