გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia Reflection AI-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მარიამ ქადარია12 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Nvidia Reflection AI-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Reflection AI-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩიპების მწარმოებელმა შესაძლოა კომპანიაში თავისი წილი გაზარდოს ან Reflection AI მთლიანად შეიძინოს.

განიხილება კიდევ ერთი ვარიანტიც: Reflection AI-ის თანამშრომლების ნაწილი Nvidia-ში გადავიდეს, კომპანიამ კი მისი ტექნოლოგია ლიცენზიით გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში Nvidia-ს Reflection AI-ის სრულად შეძენა აღარ დასჭირდება, რაც მარეგულირებლების მხრიდან ხანგრძლივი შემოწმების რისკსაც შეამცირებს. მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.

Nvidia უკვე Reflection AI-ის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია და სტარტაპში დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს. კომპანია 2024 წელს Google DeepMind-ის ყოფილმა მკვლევრებმა დააფუძნეს და მისი მთავარი მიმართულება პროგრამირების ავტომატიზაციაა.

Reflection AI-მ რამდენიმე დღის წინ პირველი ღია მოდელი Beam წარადგინა. კომპანია ისეთ სისტემებზე მუშაობს, რომლებსაც პროგრამირების დავალებების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლიათ. მისი კონკურენტები ამ სფეროში DeepSeek და Kimi არიან.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე