გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia-ს აქციების ფასის ოთხჯერ ზრდას პროგნოზირებენ

მარიამ ქადარია27 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Nvidia-ს აქციების ფასის ოთხჯერ ზრდას პროგნოზირებენ

Nvidia-ს აქციის ფასი მომდევნო ოთხ წელიწადში შესაძლოა თითქმის ოთხჯერ გაიზარდოს, თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მონაცემთა ცენტრებზე ხარჯებიც მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ამჟამად Nvidia-ს ერთი აქცია დაახლოებით 210 დოლარი ღირს. 800 დოლარამდე გაძვირების შემთხვევაში კომპანიის საბაზრო ღირებულება 5.1 ტრილიონი დოლარიდან თითქმის 20 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ასეთი ზრდის მთავარი საფუძველი ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეზე მზარდი მოთხოვნაა. Alphabet, Amazon, Microsoft და Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობასა და აღჭურვაზე ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ. Nvidia კი ამ ცენტრების მუშაობისთვის საჭირო პროცესორების ერთ-ერთ მთავარ მწარმოებლად რჩება.

Nvidia-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრებზე მსოფლიოში ყოველწლიურად 3-4 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება. შედარებისთვის, Alphabet, Amazon, Microsoft და Meta მხოლოდ 2026 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 650 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავენ.

თუ მონაცემთა ცენტრებზე ხარჯები მოსალოდნელი ტემპით გაიზრდება და Nvidia ბაზარზე საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებს, კომპანიის შემოსავალი და მოგებაც შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს. ზრდას ხელი უნდა შეუწყოს ახალი თაობის Vera Rubin-ის სისტემების გამოშვებამაც, თუმცა, Nvidia-სთვის კონკურენციაც იზრდება. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარ ჩიპებს ქმნიან, რამაც მომავალში მისი საბაზრო წილი შესაძლოა შეამციროს. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, Nvidia-ს აქციებს კვლავ მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა აქვს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე