გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

ნუცა ტყეშელაშვილი24 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
 Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს პარტნიორები და მომწოდებლები სამხრეთ კორეასა და ტაივანში ჯენსენ ჰუანგის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომპანიის ახალი პროდუქტების გეგმებთან და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებში ინვესტიციების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ამცირებს.

აზია Nvidia-ს ფართო მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგიონში მდებარეობს ისეთი მსხვილი პარტნიორების საწარმოები, როგორებიცაა TSMC, Foxconn, Samsung Electronics და SK Hynix. ამასთან, Nvidia მხარს უჭერს არაერთ ადგილობრივ სტარტაპსაც.

„ჰუანგის გარეშე მომდევნო თაობის პროდუქტების განვითარებას მეტი დრო დასჭირდებოდა. Nvidia-ს სამომავლო პროდუქტებთან დაკავშირებული გაურკვევლობა შემცირდა“, - განაცხადა სამხრეთ კორეის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენელმა Ahn Ki-hyun-მა.

ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით, ჰუანგი ხელოვნური ინტელექტის ბუმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ის Nvidia-ს პროდუქციის განვითარების ციკლის დაჩქარებას ცდილობდა და მომწოდებლებსაც წარმოების ტემპის გაზრდისკენ უბიძგებდა. პარალელურად, კომპანია პერსპექტიულ ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებშიც ახორციელებდა ინვესტიციებს.

SK Group-ის თავმჯდომარემ, ჩეი ტაე-ვონმა, რომელიც მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი SK Hynix-ის მშობელ კომპანიას ხელმძღვანელობს, სექტემბერში გაიხსენა, რომ ჰუანგთან შეხვედრებისას მისი პირველი კითხვა ხშირად იყო: „შეგიძლიათ უფრო სწრაფად გააკეთოთ?“

პარტნიორებს Nvidia-ს სტრატეგიის უცვლელობის იმედი აქვთ

სამხრეთკორეულ ჩიპების მომწოდებელ კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ჰუანგის წასვლამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად გააგრძელებდა ახალი ხელმძღვანელობა მასთან შეთანხმებული გეგმების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ზოგიერთი შეთანხმება მხოლოდ ზეპირ შეთანხმებას ეფუძნებოდა.

ტაიპეიში დაფუძნებული სტარტაპ MetAI-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, დენიელ იუს შეფასებით,ჰუანგის დაბრუნება Nvidia-ს პარტნიორებსა და თანამშრომლებს მკაფიო გზავნილს უგზავნის, რომ კომპანიის სტრატეგია არ შეცვლილა.

MetAI, რომელსაც Nvidia მხარს უჭერს, სამრეწველო პროექტებისთვის ციფრულ ტყუპებს ქმნის. Yu-ს თქმით, ჰუანგის წასვლამ გაურკვევლობა გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლებოდა სტარტაპის ურთიერთობა Nvidia-სთან. მისი დაბრუნება კი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

სამხრეთკორეული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, რომლის დამსაქმებელიც Nvidia-სგან დაფინანსების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, არსებობდა შიში, რომ ამერიკული კომპანია ინვესტიციების მიმართ უფრო ფრთხილ მიდგომას აირჩევდა და შეამცირებდა იმ მიმართულებების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰუანგი პირადად უჭერდა მხარს.

„ახლა, როდესაც ის დაბრუნდა, ვფიქრობ, ეკოსისტემას კვლავ აქვს განვითარების ტემპის აღდგენის შესაძლებლობა“, - განაცხადა წყარომ, რომელმაც საკითხის სენსიტიურობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე