გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

OpenAI-მ საკუთარი AI ჩიპის Jalapeño-ს პირველი შედეგები გამოაქვეყნა

ნუცა ტყეშელაშვილი25 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
OpenAI-მ საკუთარი AI ჩიპის Jalapeño-ს პირველი შედეგები გამოაქვეყნა

OpenAI-მა საკუთარი AI ჩიპის, Jalapeño-ს, პირველი ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჩიპი როგორც ენერგოეფექტურობის, ისე დამუშავების სისწრაფის მიმართულებით მნიშვნელოვან უპირატესობას აჩვენებს კომერციულ AI აპარატურასთან შედარებით.

კომპანიამ Jalapeño InferenceX-ის საჯარო ბენჩმარკის გამოყენებით გამოსცადა და მისი შედეგები შეადარა ბაზარზე არსებულ წამყვან AI სისტემებს. ტესტირება ჩატარდა სამ მოდელზე: GPT-OSS 120B, DeepSeek R1 670B და Kimi K2.5 1T.

OpenAI-ის ინფორმაციით, Jalapeño-მ სამივე მოდელზე პიკური დატვირთვისას ერთ ვატზე 1.5-1.9-ჯერ მეტი AI სამუშაო შეასრულა, ხოლო სრული დამუშავების შეყოვნება შედარებულ სისტემებთან მიმართებით 1.7-3.6-ჯერ ნაკლები იყო. განსაკუთრებით ინტერაქტიული სამუშაოებისთვის ჩიპმა 2.1-4.1-ჯერ მაღალი წარმადობა აჩვენა.

ყველაზე დიდი საჯაროდ ტესტირებული მოდელის, Kimi K2.5 1T-ის, შემთხვევაში Jalapeño-მ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი წარმადობა ერთ ვატზე და 3.4-ჯერ ნაკლები სრული შეყოვნება დააფიქსირა.

ჩიპის ნომინალური სიმძლავრე 700 ვატია, თუმცა ტესტირებისას მისი მდგრადი მოხმარება 550 ვატს არ აღემატებოდა.

OpenAI-ის განცხადებით, საკუთარი შიდა, უფრო მოწინავე AI მოდელების გამოყენებისას Jalapeño-ს უპირატესობა კიდევ უფრო იზრდებოდა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მისი არქიტექტურა განსაკუთრებით ეფექტურია უფრო დიდი და რთული AI დატვირთვების შემთხვევაში.

ჩიპის შექმნის პროცესმა საწყისი დიზაინიდან საბოლოო წარმოებისთვის მომზადებამდე, ანუ tapeout-ამდე, მხოლოდ ცხრა თვე გასტანა. OpenAI-მ ჩიპის დიზაინისა და ოპტიმიზაციის პროცესშიც საკუთარი AI მოდელები გამოიყენა.

კომპანიის ინფორმაციით, Codex-ისა და GPT-Astra-ს გამოყენებით გუნდმა სამი ღია წონის მოდელი მაღალი წარმადობის დონეზე მხოლოდ ორ თვეში გადაიყვანა. კონკრეტულ GPT-OSS-ის attention და mixture-of-experts კომპონენტებში AI-ის მიერ შექმნილი იმპლემენტაციები ადამიანის მიერ დაწერილ ვერსიებზე 1.5-1.8-ჯერ სწრაფი აღმოჩნდა.

OpenAI გეგმავს Jalapeño-ს საკუთარ გამოთვლით ინფრასტრუქტურაში წლის ბოლომდე დანერგვას. ამასთან, კომპანია უკვე მუშაობს ჩიპის მეორე თაობაზე, ხოლო მესამე თაობის განვითარებაც დაწყებულია.

მიუხედავად საკუთარი ჩიპის შექმნისა, OpenAI აცხადებს, რომ Jalapeño-ს პარალელურად კვლავ გამოიყენებს Nvidia-სა და სხვა პარტნიორების AI აქსელერატორებს, როგორც მოდელების სწავლებისთვის, ისე ინფერენსისთვის.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე