გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

OpenAI ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება

მარიამ ქადარია16 ივნისი, 20261 წთ კითხვა
OpenAI  ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება

ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI, აქციების საჯარო განთავსებამდე (IPO), ფინანსურ გამოწვევებს აწყდება. Financial Times-ის ინფორმაციით, 2025 წელს კომპანიის მთლიანმა ხარჯებმა 34 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა შემოსავალი 13 მილიარდი დოლარი იყო.

ხარჯების დიდი ნაწილი კვლევასა და განვითარებაზე მოდიოდა. ამ მიმართულებით OpenAI-მ 19 მილიარდი დოლარი დახარჯა. კიდევ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი მარკეტინგსა და გაყიდვებს მოხმარდა. შედეგად, კომპანიის ზარალი კვლავ მაღალია და 39 მილიარდ დოლარს აღწევს.

ამ ფონზე OpenAI ხარჯების შემცირებას ცდილობს. კომპანიამ დროებით შეაჩერა რამდენიმე პროექტი, მათ შორის ვიდეოს შექმნის აპლიკაცია Sora.

პარალელურად, OpenAI ფასების შემცირებასაც გეგმავს, რათა მომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს და Anthropic-თან კონკურენციაში პოზიციები გაიმყაროს. ეს ყველაფერი იმ პერიოდში ხდება, როცა კომპანია მომავალ IPO-სთვის ემზადება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა
საფონდო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Mastercard-მა მესამე კვარტალში მოლოდინებზე უკეთესი შედეგები აჩვენა: შემოსავალი წლიურად 14%-ით, კორექტირებული წმინდა მოგება კი 17%-ით გაიზარდა. გადახდებისა და დამატებითი სერვისების მიმართულებებში ზრდის ფონზე კომპანიის აქციები ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 2.7%-ით გაძვირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
 Alphabet-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა - AI-ზე მზარდი ხარჯები ინვესტორების შეშფოთებას ზრდის
საფონდო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Alphabet-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა - AI-ზე მზარდი ხარჯები ინვესტორების შეშფოთებას ზრდის

Alphabet-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალურმა მოგებამ მოლოდინები ვერ გაამართლა. მიუხედავად Google Cloud-ის სწრაფი ზრდისა და AI სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნისა, სარეკლამო შემოსავლების შენელება და კაპიტალური დანახარჯების მკვეთრი ზრდა ინვესტორებში ეჭვებს აძლიერებს AI ინვესტიციების უკუგების შესახებ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
 ნავთობის ფასი შემცირდა - დიპლომატიური მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების იმედს აჩენს
მაკრო29 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - დიპლომატიური მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების იმედს აჩენს

ნავთობის ფასები დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე შემცირდა, თუმცა ირანზე შესაძლო ახალი დარტყმებისა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რისკი ბაზარზე გაურკვევლობას ინარჩუნებს. აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, ბენზინის მარაგები კი გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე