გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

OpenAI-ის ახალი ფუნქციის წარდგენის შემდეგ Teladoc-ისა და GoodRx-ის აქციების ფასი შემცირდა

მარიამ ქადარია24 ივლისი, 20261 წთ კითხვა
OpenAI-ის ახალი ფუნქციის წარდგენის შემდეგ Teladoc-ისა და GoodRx-ის აქციების ფასი შემცირდა

Teladoc-ისა და GoodRx-ის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც OpenAI-მ ChatGPT-ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი ფუნქცია წარადგინა. ინვესტორების შეფასებით, ახალი შესაძლებლობა მომავალში ციფრული ჯანდაცვის სერვისებისთვის კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ახალი ფუნქცია აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ChatGPT-ს საკუთარი სამედიცინო ჩანაწერები და Apple Health-ის მონაცემები გაუზიარონ. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების ჩანაწერის გაზიარებაც.

მონაცემების დაკავშირების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ChatGPT-ს სთხოვონ ლაბორატორიული ანალიზების სხვადასხვა პერიოდის შედეგების შედარება, ექიმთან ვიზიტის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების შეჯამება ან ძილისა და ფიზიკური აქტივობის მონაცემების შეფასება.

OpenAI-ის ინფორმაციით, ChatGPT-ს ყოველ კვირას 300 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, მათგან ბევრი კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამს. კომპანიამ ახალი ფუნქციის შექმნაზე ექიმებთან ერთად იმუშავა, ხოლო ფასიანი მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობის ამოცანებზე სპეციალურად GPT-5.6 Sol გახდა ხელმისაწვდომი.

OpenAI-ის განცხადებით, სამედიცინო მონაცემებზე წვდომა მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მოდელების გასაწვრთნელად ან რეკლამის მიზნებისთვის არ გამოიყენება, ხოლო მომხმარებელს მისი გათიშვა და წაშლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე