გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

OpenAI-მ ChatGPT-ისთვის ახალი ხმოვანი მოდელი GPT-Live წარადგინა

მარიამ ქადარია9 ივლისი, 20261 წთ კითხვა
OpenAI-მ ChatGPT-ისთვის ახალი ხმოვანი მოდელი GPT-Live წარადგინა

OpenAI-მ ChatGPT-ისთვის ახალი ხმოვანი მოდელი, GPT-Live, წარადგინა, რომელიც მომხმარებელთან საუბარს უფრო ბუნებრივსა და ცოცხალს ხდის.

ახალი სისტემა სრულდუპლექსურ (full-duplex) ტექნოლოგიას იყენებს. ეს ნიშნავს, რომ მას ერთდროულად შეუძლია თქვენი მოსმენა და პასუხის გაცემა. საუბრის დროს GPT-Live ბუნებრივად რეაგირებს, საჭიროების შემთხვევაში მოკლე კომენტარს აკეთებს, სწრაფად პასუხობს ან უბრალოდ ელოდება, ვიდრე საუბარს გააგრძელებთ.

წინა ვერსიებისგან განსხვავებით, GPT-Live საუბრის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას მყისიერად ამუშავებს და წამში რამდენჯერმე წყვეტს, როგორ უპასუხოს მომხმარებელს. ამის წყალობით დიალოგი გაცილებით შეუფერხებლად და ბუნებრივად მიმდინარეობს. თუ მომხმარებელი უფრო რთულ დავალებას სთხოვს, მაგალითად, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ან სიღრმისეულ ანალიზს, სისტემა GPT-5.5 მოდელს იყენებს.

მომხმარებელს ასევე შეუძლია თავად განსაზღვროს, რა სიჩქარით იმუშავოს მოდელმა. Instant სწრაფ პასუხებზეა გათვლილი, ხოლო Medium და High უფრო კომპლექსური კითხვებისა და ამოცანებისთვის არის განკუთვნილი.

GPT-Live ორ ვერსიად გამოვიდა. GPT-Live-1 ხელმისაწვდომია Go, Plus და Pro პაკეტების მომხმარებლებისთვის, ხოლო GPT-Live-1 mini ხელმისაწვდომია უფასო ვერსიის მომხმარებლებისთვის. ფუნქცია უკვე მუშაობს iOS-ისა და Android-ის აპლიკაციებში, ასევე ChatGPT-ის ვებვერსიაზე.

საუბრის დროს GPT-Live-ს ეკრანზე დამატებითი ინფორმაციის ჩვენებაც შეუძლია. მაგალითად, ამინდის პროგნოზის, აქციების ფასების ან სპორტული სიახლეების. ამ ეტაპზე მოდელს ვიდეოზარისა და ეკრანის გაზიარების მხარდაჭერა ჯერ არ აქვს, თუმცა OpenAI აცხადებს, რომ ამ შესაძლებლობების დამატებაზე უკვე მუშაობს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე