გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

OpenAI-მ სამუშაო პროცესებისთვის ChatGPT Work წარადგინა

მარიამ ქადარია10 ივლისი, 20261 წთ კითხვა
OpenAI-მ სამუშაო პროცესებისთვის ChatGPT Work წარადგინა

OpenAI-მ ახალი პლატფორმა, ChatGPT Work, წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ChatGPT Work სამუშაო გარემოსთვის შექმნილი ციფრული ასისტენტია, რომელსაც რთული დავალებების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია.

GPT-5.6 მოდელზე დაფუძნებული პლატფორმა სხვადასხვა აპლიკაციიდან, ფაილიდან და სამუშაო პროცესიდან საჭირო ინფორმაციას იღებს და მის საფუძველზე ამზადებს დოკუმენტებს, ცხრილებს, პრეზენტაციებს, ანგარიშებსა და ვებსაიტებს.

OpenAI-ისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად, სადაც კომპანიას Anthropic-ის Claude Cowork უწევს კონკურენციას. OpenAI-მ კომპიუტერისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამაც გამოუშვა და ვებსაიტების განთავსების ფუნქცია დაამატა. მისი საშუალებით მომხმარებლებს ვებგვერდების შექმნა და პირდაპირ პლატფორმიდან გაზიარება შეუძლიათ.

ChatGPT Work უკვე ხელმისაწვდომია ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში, უახლოეს დღეებში კი მისი გამოყენება უფრო მეტ მომხმარებელს შეეძლება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
საფონდო8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა

Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს
AI ტექნოლოგია8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის
ანალიზი8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიების მთავარი ლობისტური ორგანიზაცია PhRMA ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. დავა ახალ წესს ეხება, რომლის მიხედვითაც Medicare საავადმყოფოებში გამოყენებული ზოგიერთი წამლის ანაზღაურებას სხვა ქვეყნებში მოქმედ ფასებზე დაყრდნობით განსაზღვრავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე