გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Paramount-მა Warner Bros $110 მილიარდად შეიძინა

მარიამ ქადარია7 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Paramount-მა Warner Bros $110 მილიარდად შეიძინა

Paramount Skydance-მა Warner Bros Discovery-ი 110 მილიარდ დოლარად შეიძინა. გაერთიანებული კომპანია საქმიანობას Skydance-ის სახელით გააგრძელებს, მისი აქციებით კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე SKYD სიმბოლოთი ივაჭრებენ.

გარიგების შედეგად ერთ კომპანიას ეკუთვნის „ჰარი პოტერი“, DC Studios და „შეუსრულებელი მისია“, ასევე HBO Max, Paramount+, CBS და CNN. ახალ კომპანიას დევიდ ელისონი უხელმძღვანელებს. ყოველდღიური საქმიანობისა და ორი ბიზნესის გაერთიანების პროცესს კი Mattel-ის ყოფილი ხელმძღვანელი ინონ კრაიცი გაუძღვება.

კომპანიას დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის ვალის დაფარვაც მოუწევს, ამიტომ ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება, HBO Max-ისა და Paramount+-ის მსგავსი ონლაინ სერვისებიდან მეტი შემოსავალი მიიღოს, ტელეარხებიდან მიღებული შემოსავლები შეინარჩუნოს და კინობიზნესის შედეგები გააუმჯობესოს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე