გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

პენტაგონი ვენესუელის ნავთობის პროექტში 35%-იან წილს მიიღებს

მარიამ ქადარია31 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
 პენტაგონი ვენესუელის ნავთობის პროექტში 35%-იან წილს მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ვენესუელის ნავთობის პროექტში 35%-იან წილს მიიღებს. საუბარია კომპანია North American Blue Energy Partners-ზე, რომელსაც ქვეყანაში 17 ნავთობის საბადოს ათვისება შეუძლია.

შეთანხმების მიხედვით, პენტაგონს მომავალში კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის 20%-ის თვითღირებულებით შეძენის უფლებაც ექნება.

აშშ-ის მთავრობა ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაზრდას ცდილობს, თუმცა მსხვილი ამერიკული კომპანიები ქვეყანაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას ჯერ თავს არიდებენ. Exxon Mobil და ConocoPhillips ძირითად მიზეზებად სამართლებრივ რისკებს, უსაფრთხოების პრობლემებსა და ნავთობის სექტორის მძიმე მდგომარეობას ასახელებენ.

North American Blue Energy Partners ბოლო ორი წლის განმავლობაში ვენესუელაში Chevron-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი კერძო ნავთობმწარმოებელი გახდა.

ვენესუელა ამჟამად დღეში დაახლოებით 1.1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. არსებული საბადოების სრულად ამუშავებას კი წლები შეიძლება დასჭირდეს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Microsoft-მა 2.8-ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელის წინასწარი სწავლება დაასრულა
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Microsoft-მა 2.8-ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელის წინასწარი სწავლება დაასრულა

Microsoft-მა MAI-Base-2-ის წინასწარი სწავლება დაასრულა. 2.8 ტრილიონი პარამეტრის მქონე მოდელი კომპანიის ტესტებში შემოწმებულ ღია წონების მქონე მოდელებს აჯობა, ხოლო კონკურენტთან შესადარებელი შედეგების მისაღწევად 12-ჯერ ნაკლები გამოთვლითი რესურსი დასჭირდა. ახალი მოდელი Microsoft-ის მიზანს — საკუთარი AI ტექნოლოგიების განვითარებასა და გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებას — ემსახურება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის

Nvidia მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებს 250 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური შესაძლებლობებით დაეხმარება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა
მაკრო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 3.7% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 3.4% იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე