გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Porsche-მ Bugatti Rimac-ში წილი €1 მილიარდად გაყიდა

მარიამ ქადარია10 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Porsche-მ Bugatti Rimac-ში წილი €1 მილიარდად გაყიდა

Porsche-მ Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში კუთვნილი წილი გაყიდა. გარიგებიდან გერმანული ავტომწარმოებელი დაახლოებით €1 მილიარდს, ანუ $1.2 მილიარდს მიიღებს.

Porsche Bugatti Rimac-ის 45%-ს და Rimac Group-ის 20.6%-ს ფლობდა. გარიგების დასრულების შემდეგ Bugatti Rimac-ზე კონტროლს Rimac Group და მისი ახალი ინვესტორები გადაიბარებენ.

კომპანია გაყიდვას ძირითადი საავტომობილო ბიზნესზე ყურადღების გამახვილებით ხსნის.ბოლო პერიოდში კომპანიაზე გავლენა იქონია ჩინეთში მოთხოვნის შემცირებამ და ელექტრომობილებზე გადასვლის შენელებამ.

გარიგების შემდეგ Porsche-მ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა. ავტომობილების ბიზნესში წმინდა ფულადი ნაკადის მარჟას კომპანია ახლა 5.5%-დან 7.5%-მდე ელოდება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 3%-დან 5%-მდე იყო.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე