გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Porsche სრულად ელექტრულ 911-ს არ გამოუშვებს

ნუცა ტყეშელაშვილი10 ივნისი, 20265 წთ კითხვა
Porsche სრულად ელექტრულ 911-ს არ გამოუშვებს

Porsche-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიქაელ ლაიტერსი განაცხადა, რომ კომპანია არ გეგმავს Porsche 911-ის სრულად ელექტრული ვერსიის შექმნას.

მისი თქმით, 911-ის მოდელი და მისი იდენტობა ისტორიულად შიდა წვის ძრავთან არის დაკავშირებული. მოდელის შექმნიდან დღემდე ყველა ვერსია ბენზინის ძრავით იწარმოებოდა, თუმცა ბოლო წლებში ჰიბრიდული მოდიფიკაციებიც დაემატა.

მიუხედავად ამისა, Porsche ელექტრომობილების მიმართულებით განვითარებას აგრძელებს. კომპანიამ 2019 წელს ბაზარზე სრულად ელექტრული Porsche Taycan წარადგინა და ამჟამად ელექტრული SUV-ების რამდენიმე მოდელსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

ლაიტერსის განცხადებით, Porsche ელექტრომობილებში ინვესტირებას გააგრძელებს, თუმცა გადაწყვეტილებებს მომხმარებელთა მოთხოვნის მიხედვით მიიღებს. მისი შეფასებით, კომპანიამ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასა, რის გამოც გარკვეული აქცენტი კვლავ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე გადაიტანა.

Porsche-ის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ბრენდი უახლოეს წლებში შეეცდება შეინარჩუნოს ტრადიციული სპორტული ავტომობილების ხასიათი, მაშინ როცა ელექტრიფიკაციის პროცესს უფრო ფრთხილად და ეტაპობრივად გააგრძელებს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე