გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Prada, Michael Kors და Alaïa მაღალი მოდის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს შორის არიან

მარიამ ქადარია20 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Prada, Michael Kors და Alaïa მაღალი მოდის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს შორის არიან

Bank of America-ს უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში მაღალი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძლიერი პოზიციები Prada-ს, Michael Kors-სა და Alaïa-ს აქვთ.

რეიტინგი სოციალური ქსელების გამომწერების რაოდენობის, ინტერნეტში ძიებისა და ბრენდების ვებსაიტებზე მომხმარებელთა აქტივობის მიხედვით დგინდება.

ყველაზე დიდი წინსვლა Michael Kors-ს ჰქონდა. Google-ში ბრენდის მიმართ ინტერესის ზრდის შედეგად მან რეიტინგში 31 ადგილით წინ გადაინაცვლა და მეორე ადგილი დაიკავა.

ივნისში პირველ ადგილზე Chanel გადავიდა, ხოლო Gucci-მ მეექვსე ადგილზე გადმოინაცვლა. ათეულში დაბრუნდნენ LVMH-ის ჯგუფში შემავალი Loro Piana და Louis Vuitton-იც. Dior-ის პოზიცია კი ჩინეთში ბრენდის მიმართ ინტერესის შემცირების გამო გაუარესდა.

ძვირადღირებული საათების კატეგორიაში პირველ ადგილს Swatch იკავებს. მას Jaeger-LeCoultre და Tissot მოსდევენ.

მთლიანობაში, ლუქს ბრენდების მიმართ მომხმარებელთა ონლაინ აქტივობა წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ პლატფორმებზე ინტერესი შემცირებულია, აშშ-სა და სამხრეთ კორეაში მოთხოვნა იზრდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე