გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Richemont-ი De Beers-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

მარიამ ქადარია16 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Richemont-ი De Beers-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

Cartier-ისა და Van Cleef & Arpels-ის მფლობელი Richemont შესაძლოა იმ საინვესტიციო ჯგუფს შეუერთდეს, რომელსაც ალმასების მწარმოებელი De Beers-ის შეძენა სურს. კომპანიის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად განიხილება.

De Beers-ის 85%-იან წილს Anglo American ყიდის. დანარჩენი 15% ბოტსვანის მთავრობას ეკუთვნის, რომელსაც დამატებითი წილის შეძენის პირველი უფლება აქვს. Richemont ამ საკითხზე Global Diamond Consortium-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯგუფს De Beers-ის ყოფილი ხელმძღვანელი გარეთ პენი ხელმძღვანელობს, პროცესში კი ამერიკული საიუველირო კომპანია Signet და ბელგიური Pluczenik-იც მონაწილეობენ.

De Beers უკვე Richemont-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი შეძენის შემთხვევაში შვეიცარიულ კომპანიას ალმასების მოპოვებიდან საბოლოო პროდუქციამდე პროცესზე მეტი კონტროლი ექნება.

De Beers-ს ბოლო წლებში სირთულეები აქვს. ლაბორატორიაში შექმნილი ალმასების პოპულარობამ ბუნებრივ ქვებზე მოთხოვნა შეამცირა. გასულ წელს კომპანიამ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა საოპერაციო ზარალმა 787 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე