გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Robinhood Crypto.com-ის პარტნიორი გახდა

მარიამ ქადარია9 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Robinhood Crypto.com-ის პარტნიორი გახდა

Robinhood-ი Crypto.com-თან თანამშრომლობას იწყებს. კომპანია Crypto.com-სა და მის ყოფილ შვილობილ OG.com-ში წილსაც შეიძენს. გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა.

შეთანხმების ფარგლებში Robinhood-ის მომხმარებლებისთვის OG.com-ის კონტრაქტები გახდება ხელმისაწვდომი. თავდაპირველად საუბარია ამერიკულ ფეხბურთთან დაკავშირებულ კონტრაქტებზე. პროგნოზების ბაზარზე მომხმარებლებს შეუძლიათ ფსონი სხვადასხვა მოვლენის შედეგზე დადონ, მაგალითად, არჩევნების, სპორტული შეჯიბრებისა და ეკონომიკური მოვლენების შედეგებზე.

ეს მიმართულება Robinhood-ისთვის უკვე შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მეორე კვარტალში პროგნოზების ბაზრიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ $156 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს ათჯერ აღემატება. ვაჭრობის მოცულობაც ათჯერ გაიზარდა და 13.6 მილიარდ კონტრაქტს მიაღწია.

Robinhood ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკურ კონტრაქტებსაც ამატებს. Crypto.com კი ბირჟაზე გასვლას განიხილავს, თუმცა IPO-ს თარიღი ჯერ განსაზღვრული არ აქვს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე