გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

რუსეთი ბიტკოინით, Ethereum-ითა და USDT-ით ვაჭრობას დაუშვებს

მარიამ ქადარია12 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
რუსეთი ბიტკოინით, Ethereum-ითა და USDT-ით ვაჭრობას დაუშვებს

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წარადგინა ახალი წესი, რომელიც რიგით ინვესტორებს კრიპტოვალუტის შეძენის საშუალებას მისცემს, თუმცა მათთვის წლიური ზღვარი დაწესდება.

პროექტის მიხედვით, არაკვალიფიციურ ინვესტორებს ბიტკოინის, Ethereum-ისა და USDT-ის ყიდვა შეეძლებათ. თითოეული ბროკერის, კრიპტობირჟის ან მმართველი კომპანიის მეშვეობით წლიური ლიმიტი 300 000 რუბლი იქნება.

რიგითი ინვესტორებისთვის თავდაპირველად მხოლოდ სამი კრიპტოვალუტა იქნება ხელმისაწვდომი: Bitcoin, Ethereum და USDT. ცენტრალური ბანკის განმარტებით, ისინი ბაზარზე ყველაზე ლიკვიდურ კრიპტოაქტივებს შორისაა და ვაჭრობის ხანგრძლივი ისტორიაც აქვთ. XRP სიაში არ მოხვდა, თუმცა ამის მიზეზი ბანკს არ დაუსახელებია.

კვალიფიციურ ინვესტორებზე ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათ სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შეეძლებათ, თუმცა გარიგების განხორციელებამდე ყველა ინვესტორს სპეციალური ტესტის გავლა მოუწევს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი პროექტზე მოსაზრებებს 24 აგვისტომდე მიიღებს. ახალი წესები ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღეში ამოქმედდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ნევადაში ელექტრო სატვირთოების მასობრივი წარმოება დაიწყო
ანალიზი25 სექ. 20262 წთ კითხვა

Tesla-მ ნევადაში ელექტრო სატვირთოების მასობრივი წარმოება დაიწყო

Tesla-მ ნევადაში Semi-ის ელექტრო სატვირთოების მასობრივი წარმოება დაიწყო და წლიურად 50,000 ერთეულის გამოშვებას გეგმავს. კომპანიამ ბოლო პერიოდში მსხვილი კორპორაციული მომხმარებლებისგან ახალი შეკვეთებიც მიიღო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ნავთობკომპანიებს დიზელის ექსპორტის შემცირებას სთხოვს
მაკრო25 სექ. 20261 წთ კითხვა

აშშ ნავთობკომპანიებს დიზელის ექსპორტის შემცირებას სთხოვს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებს სთხოვს, დიზელის ექსპორტი ნებაყოფლობით შეამცირონ. მთავრობა ქვეყანაში საწვავის გაიაფებას ცდილობს, თუმცა ექსპორტის სრულად შეზღუდვას არ გეგმავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi იენის გამყარებას პროგნოზირებს - დოლართან მიმართებით კურსი 2027 წლის ბოლომდე გაიზრდება
საფონდო25 სექ. 20262 წთ კითხვა

Citi იენის გამყარებას პროგნოზირებს - დოლართან მიმართებით კურსი 2027 წლის ბოლომდე გაიზრდება

Citi-ის პროგნოზით, იაპონური ინსტიტუციური ინვესტორების საზღვარგარეთული ინვესტიციების შემცირება და იაპონიაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა იენს გაამყარებს. ბანკი USD/JPY-ის 2027 წლის ბოლოსთვის 145-მდე შემცირებას ვარაუდობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე