გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

რუსეთმა კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების ახალი კანონი მიიღო

მარიამ ქადარია22 ივლისი, 20261 წთ კითხვა
რუსეთმა კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების ახალი კანონი მიიღო

რუსეთში ხელისუფლებამ მიიღო კანონი „ციფრული ვალუტისა და ციფრული უფლებების შესახებ“, რომელიც ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ბაზრისთვის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს.

ახალი კანონი არეგულირებს კრიპტოვალუტების შენახვას, ბირჟების საქმიანობასა და ციფრული აქტივების გამოყენებით განხორციელებულ საერთაშორისო ოპერაციებს. ბაზრის მთავარი მარეგულირებელი რუსეთის ცენტრალური ბანკი იქნება, ხოლო ბირჟებს, ბროკერებსა და კრიპტოაქტივების შემნახველ კომპანიებს საქმიანობის გასაგრძელებლად ლიცენზიის მიღება მოუწევთ.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის დღიური ბრუნვა დაახლოებით 640 მილიონ დოლარს აღწევს. ახალი კანონის მიზანი ამ ბაზრის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი ლეგალურ სისტემაში გადაყვანაა.

კანონი შეზღუდვებს აწესებს კერძო ინვესტორებისთვისაც. არაკვალიფიციურ მომხმარებლებს წელიწადში მაქსიმუმ 300 000 რუბლის (დაახლოებით 3 820 დოლარის) ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა შეეძლებათ. კვალიფიციური ინვესტორებისთვის კი განსხვავებული წესები იმოქმედებს.

ამასთან, კრიპტოვალუტა რუსეთში აღარ იქნება გადახდის ოფიციალური საშუალება. კანონპროექტი უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე