გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

რუსეთში ნავთობპროდუქტების წარმოება ივლისში 19.3%-ით შემცირდა

მარიამ ქადარია27 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
რუსეთში ნავთობპროდუქტების წარმოება ივლისში 19.3%-ით შემცირდა

რუსეთში ნავთობპროდუქტებისა და კოქსის წარმოება ივლისში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 19.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური Rosstat-ი იუწყება.

ივნისში წლიური კლება 21.7% იყო, შესაბამისად ივლისში შემცირების ტემპი ოდნავ შენელდა. თვიურ ჭრილში კი წარმოება 5.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში ნავთობპროდუქტებისა და კოქსის წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა.

Rosstat-ს წარმოების ზუსტი მოცულობები არ გამოუქვეყნებია. რუსეთში საწვავის წარმოებაზე ბოლო პერიოდში გავლენას უკრაინული დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმები ახდენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე