გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს

მარიამ ქადარია22 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელზე მიღწეული შეთანხმება ბაზარზე არსებულ დეფიციტს სწრაფად ვერ მოაგვარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, დაგეგმილი მოცულობა ფასების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საკმარისი არ იქნება. ამასთან, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში არსებული პრობლემები ქვეყანას ექსპორტის სწრაფად გაზრდის საშუალებას არ აძლევს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პირველ ეტაპზე რუსეთი 300 ათას ტონა დიზელს გაყიდის. ნოემბერში ამას 500 ათასი ტონა უნდა დაემატოს, მოგვიანებით კი კიდევ ერთი მილიონი ტონა.

თუ პირველი 300 ათასი ტონა ერთ თვეზე გადანაწილდება, დღიური მოცულობა დაახლოებით 73 ათასი ბარელი იქნება. Kpler-ის შეფასებით, ფასების შესამჩნევად შესამცირებლად დღეში დაახლოებით 400 ათასი ბარელით მეტი დიზელია საჭირო.

რუსეთს გაყიდვების სწრაფად გაზრდაც უჭირს. რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად ვერ მუშაობს, შავ ზღვაში არსებული საფრთხეების გამო კი ტრანსპორტირება გაძვირდა. ამასთან, შიდა ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ საექსპორტოდ შედარებით მცირე რაოდენობა რჩება.

რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შემცირებამ სექტემბერში დღეში 1.3 მილიონ ბარელს მიაღწია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო არ გამორიცხავს, რომ დეფიციტი 2027 წლამდეც გაგრძელდეს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე