გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

საფრანგეთში არეულობამ ფინანსურ ბაზრებზეც იმოქმედა

მარიამ ქადარია20 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
საფრანგეთში არეულობამ ფინანსურ ბაზრებზეც იმოქმედა

ფასების ზრდისა და საჯარო სერვისების გაუარესების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის ფინანსურ მდგომარეობაზეც მეტი კითხვები გაჩნდა. არეულობის დროს ათასობით ადამიანი დააკავეს, რამდენიმე მაღაზია კი გაძარცვეს.

პროტესტების შემდეგ კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა, შეძლებს თუ არა მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და დაგეგმილი ცვლილებების გატარებას. საფრანგეთის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.9%-მდე გაიზარდა. გერმანიის ანალოგიურ ობლიგაციებთან სხვაობამ კი 146 საბაზისო პუნქტს მიაღწია.

ფრანგული აქციებიც გაიაფდა. CAC 40 დაახლოებით 1.5%-ით დაეცა, BNP Paribas-ისა და Société Générale-ის აქციებმა კი დაახლოებით 3% დაკარგა. Carrefour-ის განცხადებით, არეულობის შედეგად მიღებული ზარალი ათობით მილიონ ევროს შეადგენს. Moody’s საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგს 23 ოქტომბერს გადახედავს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე