გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

სამი გამორჩეული დივიდენდური აქცია 2026 წლისთვის

მარიამ ქადარია13 ივლისი, 20261 წთ კითხვა
სამი გამორჩეული დივიდენდური აქცია 2026 წლისთვის

ბაზარზე ბევრი ცნობილი კომპანიის აქცია უკვე საკმაოდ გაძვირებულია, ამიტომ ანალიტიკოსები შედარებით ნაკლებად ცნობილ კომპანიებსაც აკვირდებიან. მათ შორის გამოირჩევა სამი სამომხმარებლო სექტორის კომპანია.

პირველი კომპანია The Marzetti Company-ია, რომლის ადრინდელი სახელწოდებაა Lancaster Colony. კომპანია დივიდენდის ოდენობას უკვე 63 წელია ყოველწლიურად ზრდის. აშშ-ის ბაზარზე ასეთი შედეგი მხოლოდ რამდენიმე ათეულ კომპანიას აქვს. The Marzetti Company ცნობილი ბრენდებისთვის, მათ შორის Chick-fil-A-სა და Olive Garden-ისთვის, სოუსებსა და სხვა საკვებ პროდუქტებს აწარმოებს. ეს საქმიანობა შედარებით მცირე დანახარჯს მოითხოვს და კომპანიას შემოსავლის სტაბილურად შენარჩუნებაში ეხმარება.

მეორე კომპანია Reynolds Consumer Products-ია, რომელიც Reynolds Wrap-ის ფოლგას, Hefty-ის ნაგვის პარკებსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებს აწარმოებს. მისი დივიდენდური შემოსავალი დაახლოებით 4%-ია, რაც ბაზრის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. ალუმინის ფასის ცვლილებამ შესაძლოა კომპანიის მოგებაზე იმოქმედოს, თუმცა მის პროდუქტებზე მოთხოვნა შედარებით სტაბილურია.

მესამე ვარიანტი Energizer Holdings-ია. ის ელემენტებთან ერთად ავტომობილის მოვლის საშუალებებსაც აწარმოებს, მათ შორის Armor All-სა და STP-ს. კომპანიის დივიდენდური შემოსავალი 5%-ს აჭარბებს, თუმცა ამ აქციას შედარებით მეტი რისკიც ახლავს.

ამ სამ კომპანიას განსხვავებული ძლიერი მხარეები გააჩნია. Marzetti შედარებით უსაფრთხო არჩევანია, Reynolds სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, Energizer კი უფრო მაღალ დივიდენდს სთავაზობს ინვესტორებს, თუმცა მასთან დაკავშირებული რისკიც მეტია.

დივიდენდურ აქციებში ინვესტირებისას მხოლოდ მაღალი პროცენტი არ არის მნიშვნელოვანი. საჭიროა იმის შეფასებაც, შეძლებს თუ არა კომპანია დივიდენდის გადახდას მომავალშიც.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე