გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

სამხრეთ კორეა Samsung-ში გაფიცვის თავიდან აცილებას ცდილობს

მარიამ ქადარია27 მაისი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეა Samsung-ში გაფიცვის თავიდან აცილებას ცდილობს

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ Samsung Electronics-ში შესაძლო გაფიცვის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებს. მთავრობა მიიჩნევს, რომ კომპანიის მუშაობის შეჩერებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპანიის ნახევარგამტარების ქარხნის მუშაობის მხოლოდ ერთდღიან შეჩერებასაც კი შეიძლება ასობით მილიონი დოლარის ზარალი მოჰყვეს. მისი თქმით, კიდევ უფრო დიდი რისკი ის არის, რომ საწარმოო ხაზების დროებით გაჩერებამ შესაძლოა წარმოების აღდგენა თვეებით შეაფერხოს.

მთავრობა არ გამორიცხავს საგანგებო არბიტრაჟის გამოყენებასაც. ეს მექანიზმი შრომის მინისტრს საშუალებას აძლევს, გაფიცვა დროებით შეაჩეროს, თუ დავა ეკონომიკისთვის ან ყოველდღიური ცხოვრებისათვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევა. მსგავსი გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში იშვიათად გამოიყენება.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შეთავაზება არასაკმარისი იქნება, შეთანხმებას არ დათანხმდებიან.

Samsung სამხრეთ კორეის ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიის წილი ქვეყნის ექსპორტში თითქმის 23 პროცენტს შეადგენს, ხოლო ადგილობრივ საფონდო ბაზარზე დაახლოებით მეოთხედს აკონტროლებს. კომპანიაში 120 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის დაახლოებით 1 700 მომწოდებელთან თანამშრომლობს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე