გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Sandisk-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მარიამ ქადარია5 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Sandisk-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბოლო 12 თვეში კომპანია Sandisk-ის აქციების ფასი წარმოუდგენელი 4,900%-ით გაიზარდა. ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ფონზე, მეხსიერების ჩიპების გიგანტი ზუსტად საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდა.

რამ გამოიწვია ეს უპრეცედენტო ზრდა? მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებისთვის Sandisk ძირითადად ციფრულ კამერებში გამოყენებული microSD ბარათებითაა ცნობილი, დღეს მისი მთავარი ძალა NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპებია. ეს ჩიპები აქტიურად გამოიყენება მონაცემთა ცენტრებში, რაზეც მოთხოვნამ ბოლო პერიოდში მკვეთრად მოიმატა. ბაზარზე შექმნილმა დეფიციტმა კომპანიას საშუალება მისცა ფასები საგრძნობლად გაეზარდა. ამან შესანიშნავი ფინანსური შედეგები გამოიღო: მესამე კვარტალში Sandisk-ის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 251%-ით გაიზარდა და 5.95 მილიარდი დოლარი შეადგინა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მთლიანი მოგების მარჟის ზრდა - 22.7%-დან 78.4%-მდე. ამ ფინანსურმა წარმატებამ ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და Sandisk 271 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიად აქცია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორებს იგივე ზრდის მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეთ და ახლა მთავარი რისკების მართვაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩიპების ინდუსტრია მაღალი მოულოდნელობებით ხასიათდება - დეფიციტს საბოლოოდ ჭარბი მიწოდება და ფასების ვარდნა მოსდევს. ამიტომ, სანამ აქციებს შეიძენთ, სასურველია დაელოდოთ ფასის მინიმუმ 10%-იან კლებას, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე მოხდა და სავსებით მოსალოდნელია კვლავ განმეორდეს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე