გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

მარიამ ქადარია9 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს. თითოეული ასეთი ტოკენის უკან რეალური აქცია იდგება, ხოლო ვაჭრობა თავდაპირველად Solana-ს ბლოკჩეინზე იქნება შესაძლებელი.

კომპანიის განცხადებით, ინვესტორები იმ ძირითად უფლებებსაც შეინარჩუნებენ, რომლებიც ჩვეულებრივი აქციის ფლობას ახლავს, მათ შორის დივიდენდებისა და აქციონერთა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. სწორედ ამით განსხვავდება Securitize-ის მოდელი ბევრი სხვა ტოკენიზებული პროდუქტისგან, რომლებიც რეალური აქციის ფლობას არ ნიშნავს.

თავდაპირველად ამ აქციებით ვაჭრობა ჩვეულებრივ საბირჟო საათებზე უფრო დიდხანს იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით Securitize ვაჭრობის კვირაში შვიდივე დღეს, 24 საათის განმავლობაში გახსნას გეგმავს. სერვისით სარგებლობა შეეძლებათ შესაბამისი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ ინვესტორებს აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ეს ნებადართულია.

Securitize ასევე ვარაუდობს, რომ მომავალში ეს აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დაგეგმილ სადღეღამისო სავაჭრო პლატფორმაზეც გამოჩნდება. ცალკე, მსგავსი პლატფორმის შექმნაზე კრიპტობირჟა OKX და Intercontinental Exchange-იც მუშაობენ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე