გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

მარიამ ქადარია13 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

Counterpoint Research-ის წინასწარი მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2012 წელს იყო.

შემცირების მთავარი მიზეზი მეხსიერების ჩიპების გაძვირება და დეფიციტია. ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების სწრაფმა ზრდამ ჩიპებზე მოთხოვნა გაზარდა, სმარტფონების წარმოება კი გააძვირა.

ამის გამო კომპანიებმა ფასები გაზარდეს, ნაკლები მოდელის გამოშვება დაიწყეს და ყურადღება უფრო ძვირ მოწყობილობებზე გადაიტანეს.

Samsung-მა 23%-იანი წილით პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მის შემთხვევაშიც სმარტფონების რაოდენობა 3%-ით შემცირდა. Apple-ის წილი 22%-მდე გაიზარდა და წლის მესამე კვარტალში პირველად გადააჭარბა 20%-ს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამაც ნაკლები მოწყობილობა გამოუშვა ბაზარზე.

Counterpoint-ის შეფასებით, წლის დარჩენილ პერიოდშიც კომპანიები უფრო ძვირ მოდელებზე გააკეთებენ აქცენტს, ხოლო იაფი სმარტფონების არჩევანი კიდევ უფრო შემცირდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე