გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX და Tesla გაერთიანებას განიხილავენ

მარიამ ქადარია22 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
SpaceX და Tesla გაერთიანებას განიხილავენ

ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს შესაძლო გაერთიანება დადებითად შეაფასა. ორივე კომპანიამ გარიგების შესაძლო პირობების შესასწავლად სპეციალური კომიტეტები შექმნა, თუმცა თავად მასკი მათ მუშაობაში არ მონაწილეობს. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

SpaceX-ისა და Tesla-ს საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გაერთიანების შემთხვევაში ერთ კომპანიაში მოიყრიდა თავს ელექტრომობილების, რობოტექნიკის, ხელოვნური ინტელექტის, თანამგზავრებისა და კოსმოსური პროგრამების ბიზნესი. ეს კომპანიებს ხარჯების შემცირებისა და საერთო პროექტების დაფინანსების მეტ შესაძლებლობას მისცემდა.

შესაძლო გარიგებას რამდენიმე სირთულეც ახლავს. SpaceX აშშ-ის თავდაცვის სექტორის მნიშვნელოვანი კონტრაქტორია, Tesla კი ჩინეთში ფართო საწარმოო საქმიანობას ეწევა, ამიტომ მარეგულირებლებმა შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მონაცემების გაზიარებასა და კომპანიების მართვის საკითხებს. გაერთიანებისთვის ორივე კომპანიის აქციონერების თანხმობაც იქნება საჭირო.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე