გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის ისტორიული IPO: ღირს თუ არა ინვესტირება - ექსპერტთა შეფასებები

მარიამ ქადარია5 ივნისი, 20261 წთ კითხვა
 SpaceX-ის ისტორიული IPO: ღირს თუ არა ინვესტირება - ექსპერტთა შეფასებები

მიმდინარე წლის 12 ივნისს იგეგმება კოსმოსური ინდუსტრიის გიგანტის, SpaceX-ის საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა უპრეცედენტო ნიშნულს - 1.8 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. კომპანიის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე SPCX სიმბოლოთი განთავსდება. გეგმის მიხედვით, გაიყიდება 555.6 მილიონი აქცია, თითოეული 135 დოლარად, რაც კომპანიის ბიუჯეტში დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის კაპიტალს მოიზიდავს. ამასთან, ინვესტორებს უფლება აქვთ დამატებით 83.33 მილიონის ოდენობის აქცია შეისყიდონ იმავე ფასად, რაც კიდევ 11.2 მილიარდ დოლარს შექმნის, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საბაზრო ფასი საწყის IPO ფასს გადააჭარბებს.

დღევანდელი მონაცემებით, SpaceX-ის აქციების დაახლოებით 85%-ს თავად ილონ მასკი ფლობს, დარჩენილი ნაწილი კი კომპანიის თანამშრომლებსა და ვენჩურულ კაპიტალისტებზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ გარე ინვესტორებისთვის პირდაპირი წვდომა დახურულია, IPO-მდე აქციებში ინვესტირების ალტერნატიული გზები მაინც არსებობს. ამისათვის შესაძლებელია ისეთი სავაჭრო ფონდების გამოყენება, როგორიცაა ARK Venture Fund (ARKVX) და ERShares Private-Public Crossover ETF (XOVR). თუმცა, ფინანსური ანალიზის კუთხით, აღნიშნულ ალტერნატივებს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გააჩნია. ამ ფონდების პორტფელებში SpaceX-ის წილი მხოლოდ 11% და 20%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორის უშუალო ჩართულობა კომპანიაში 80-90%-ით მცირდება. ამასთანავე, ორივე ფონდი მაღალი საკომისიოებით გამოირჩევა: ARK Venture ფონდის ხარჯების კოეფიციენტი დაახლოებით 3%-ია, ხოლო ERShares-ის - 0.75%, რაც ბაზრის სტანდარტულ ETF-ებთან შედარებით საკმაოდ ძვირია.

სწორედ ამიტომ, ექსპერტთა უმრავლესობა ინვესტორებს მოთმინებისკენ მოუწოდებს. Morningstar-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციით, გრძელვადიანი ინვესტორებისთვის უმჯობესია აქციების შეძენა საჯარო განთავსების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდოს. მოსალოდნელია, რომ საწყისი ფასების მაღალი მერყეობის შემდეგ, ბაზარზე უფრო მიმზიდველი პირობები და ინვესტირების უსაფრთხოების მაღალი ზღვარი (margin of safety) ჩამოყალიბდება, რაც ფინანსურ რისკებს გაცილებით შეამცირებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე