გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

SpaceX-მა NASA-ს $4.3-მილიარდიანი ტელესკოპი კოსმოსში გაუშვა

მარიამ ქადარია31 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
SpaceX-მა NASA-ს $4.3-მილიარდიანი ტელესკოპი კოსმოსში გაუშვა

SpaceX-მა NASA-ს ახალი კოსმოსური ტელესკოპი, Nancy Grace Roman, ფლორიდიდან გაუშვა. 4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მეცნიერები ბნელ მატერიას, ბნელ ენერგიასა და მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს შეისწავლიან.

ტელესკოპი კოსმოსში Falcon Heavy-ის რაკეტით გაუშვეს. ის დედამიწიდან დაახლოებით 1.6 მილიონი კილომეტრის დაშორებით განთავსდება, დაკვირვებებს კი წლის ბოლოს დაიწყებს.

Roman-ის საშუალებით მეცნიერები შეეცდებიან, უკეთ გაიგონ, როგორ ფართოვდება სამყარო და რა როლი აქვს ამ პროცესში ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას. ტელესკოპი მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებსაც მოძებნის, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შესაძლოა გარკვეული ნიშნებით დედამიწას ჰგავდეს.

მისი სარკე ზომით Hubble-ის ტელესკოპისას დაახლოებით უტოლდება, თუმცა Roman-ს გაცილებით ფართო ხედვის კამერა აქვს. NASA-ს შეფასებით, ამის გამო ის ცის დიდ მონაკვეთებს Hubble-ზე დაახლოებით 1,000-ჯერ სწრაფად შეისწავლის.

ტელესკოპს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შემდეგ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მის სისტემებს შეამოწმებენ, პირველი სურათები კი 2027 წელს გამოქვეყნდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის

Nvidia მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებს 250 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური შესაძლებლობებით დაეხმარება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა
მაკრო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 3.7% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 3.4% იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს
საფონდო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს

გაცნობის აპლიკაცია Bumble ბირჟას დატოვებს. კომპანიას Ithaca Holdings 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს, ხოლო აქციონერები თითო აქციაში 6.05 დოლარს მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე