გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

SpaceX Nvidia-ს ჩიპებისთვის $40-მილიარდიან დაფინანსებას ეძებს

მარიამ ქადარია8 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
SpaceX Nvidia-ს ჩიპებისთვის $40-მილიარდიან დაფინანსებას ეძებს

SpaceX ბანკებსა და საინვესტიციო კომპანიებთან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის დაფინანსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თანხა Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაძენადაა საჭირო.

გეგმის მიხედვით, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი საბანკო სესხებით უნდა მოიზიდონ, დარჩენილი 30 მილიარდი კი ობლიგაციების გამოშვებით. მოლაპარაკებებში PIMCO-ც მონაწილეობს, დაფინანსების ორგანიზებაში კი მთავარი როლი, გავრცელებული ინფორმაციით, Apollo-ს ექნება.

SpaceX საკუთარ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს ჩიპების გამოყენებას გეგმავს. ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანია, xAI, ასევე სწრაფად ზრდის ჩიპების რაოდენობას, რათა Colossus-ის მონაცემთა ცენტრებში ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის მეტი გამოთვლითი სიმძლავრე ჰქონდეს.

მსგავს პროექტებს სულ უფრო მეტი დაფინანსება სჭირდება. Morgan Stanley-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრებსა და ტექნოლოგიებში კომპანიებს 2028 წლამდე დამატებით დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარის მოზიდვა მოუწევთ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე