გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

SpaceXAI-მ ბიზნესისთვის ახალი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Grok Bot წარადგინა

მარიამ ქადარია12 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
SpaceXAI-მ ბიზნესისთვის ახალი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Grok Bot წარადგინა

SpaceXAI-მ ახალი ხელსაწყო Grok Bot წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა სამუშაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია. პროგრამა რამდენიმე აპლიკაციასა და ვებგვერდზე ერთდროულად მუშაობს და მომხმარებელს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა მისი თანხმობა სჭირდება.

Grok Bot-ს მომხმარებელი დავალებას წერილობით აძლევს, სისტემა კი სამუშაოს თავად აგრძელებს. პროგრამა წინა საუბრებსაც იმახსოვრებს და დროთა განმავლობაში მომხმარებლის ჩვევებს ერგება.

SpaceXAI-მ Grok Bot თავდაპირველად საკუთარი თანამშრომლებისთვის შექმნა. კომპანიაში მას გაყიდვებთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, მარკეტინგული კამპანიების მართვისთვის, საოფისე პროცესებისა და პროგრამული შეცდომების გამოსასწორებლად იყენებდნენ.

ერთდროულად რამდენიმე Grok Bot-ის გამოყენებაც არის შესაძლებელი. მათ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა და საერთო დავალებაზე მუშაობა მომხმარებლის ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. სისტემა ასევე აკვირდება, როგორ ასრულებს მომხმარებელი კონკრეტულ სამუშაოს, შემდეგ კი იმავე პროცესის დამოუკიდებლად გამეორება შეუძლია.

Grok Bot ამ ეტაპზე საცდელ რეჟიმშია და SuperGrok Heavy-ის, Cursor Ultra-სა და Cursor Teams Premium-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია კომპიუტერსა და iOS-ზე.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე