გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

SpaceXAI-მ და Cursor-მა ახალი AI მოდელი Grok 4.5 წარადგინეს

მარიამ ქადარია9 ივლისი, 20261 წთ კითხვა
SpaceXAI-მ და Cursor-მა ახალი AI მოდელი Grok 4.5 წარადგინეს

ილონ მასკის კომპანია ახალ მოდელს უშვებს, რომელიც კოდირების, ფინანსებისა და სამართლის მიმართულებებზეა გათვლილი.

SpaceXAI-მ, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Cursor-თან ერთად, ახალი მოდელი Grok 4.5 წარადგინა. ეს კომპანიების პირველი ერთობლივი პროექტია მას შემდეგ, რაც SpaceX-მა Cursor 60 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ახალი მოდელის მიზანია, გაამარტივოს და დააჩქაროს სამუშაო პროცესები პროგრამირების, ფინანსებისა და იურიდიული მომსახურების სფეროებში. ამ ნაბიჯით ილონ მასკის კომპანია ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს Anthropic-სა და OpenAI-ს.

Grok 4.5 რთულ და ხანგრძლივ დავალებებზეა გათვლილი. მისი მთავარი მიმართულება კვლავ პროგრამული ინჟინერიაა, თუმცა მოდელი სხვა სფეროებზეც ვრცელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოებასაც.

მასკმა ადრე აღიარა, რომ მისი კომპანია კოდირების მიმართულებით კონკურენტებს ჩამორჩებოდა. სწორედ ამას მოჰყვა გარკვეული ცვლილებები და Cursor-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

SpaceXAI-სთვის ეს ნაბიჯი ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ხელოვნური ინტელექტის სექტორში პოზიციების გამყარების მცდელობაა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე